აფილიეტი არის დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც რეგისტრირებულია „ჩეთაფზე“ და რომლის მიზანიცაა დაეხმაროს კომპანიებს მიზნების მიღწევაში და მარკეტინგში და ამით მიიღოს შემოსავალი. აფილიეტი არ არის შეზღუდული და შეუძლია ნებისმიერი გზით (არა სპამით) გააზიაროს კუთვნილი აფილიეტის ლინკი. აფილიეტის შემოსავალი გამოითვლება მისივე რეკლამის შედეგიანობით.
აფილიეტის უსაფრთხოება
აფილიეტის ინფორმაცია არ ზიარდება ვენდორებთან და არ საჯაროვდება. აფილიეტის ყველა ინფორმაცია (ფინანსები, პირადი ინფორმაცია და სხვა) არის დაცული. ინფორმაცია გამოიყენება უსაფრთხო ტრანზაქციისთვის, კონტაქტისთვის და მხოლოდ მსგავსი აფილიეტისთვის სასარგებლო აქტივობისთვის.
სერვისი ჩეთაფისგან
აფილიეტი რეგისტრაციის შემდეგ იღებს წვდომას ჩეთაფის სისტემაში რეგისტრირებული კომპანიების კამპანიებზე და მას ეძლევა უფლება გააზიაროს პირადი სპეციალური ლინკი საკომისიოების გამომუშავების მიზნით. საკომისიო შეიძლება იყოს გაყიდვიდან, ვიზიტორებზე, ახალ მომხმარებელზე, კლიკზე, გადმოწერაზე, ლიდზე და სხვა აქტივობებზე. საკომისიოს პირობები მითითებულია თითოეულ კამპანიაში.
აფილიეტის წესები
აფილიეტი ვალდებულია დაიცვას ვენდორის უსაფრთხოება და არ იმოქმედოს ვენდორის რეპუტაციაზე უარყოფითად, გაეცნოს კამპანიის წესებს და პირობებს კამპანიაში ჩართვამდე და დაიცვას მოცემული წესები. ასევე აფილიეტი ვალდებულია გაეცნოს ჩეთაფის მიერ დაწერილ წესებს და პოლიტიკას. აფილიეტის
აფილიეტის შემოსავალი
აფილიეიტი იმის შემდეგ რაც შეაგროვებს ჯამში (ერთი ან მეტი კამპანიით) 100 ლარს (გატანის მინიმუმს), მოახერხებს თანხის მიღების მოთხოვნის გამოგზავნას და კუთვნილ ბანკის ანგარიშზე თანხის მიღებას, ყოველი თვის 25 რიცხვში (შესაძლებელია მოხდეს ამ თარიღის გადავადება). თანხის გატანისას, ინფორმაციის მითითების დროს შეცდომის დაშვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით დაუყონებლივ მეილზე (support@chetup.ge).
თუ, აფილიეტი არის ფიზიკური პირი, ამ შემთხვევაში მისი შემოსავალი იბეგრება ავტომატურად 20%-ით (მაგ. თუ აფილიტი ფიზიკური პირია და გამოიმუშავა 100 ლარი, მის შემოსავალს გამოაკლდება 20% და გადაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში). თუ აფილიეტი არ ანხორციელებს საქმიანობას როგორც ფიზიკური პირი. ამ შემთხვევაში საჭიროა მეილზე კონტაქტი.
დასაბეგრ თანხასთან ერთად აფილიეტს ჩამოეჭრება ტრანზაქციის საფასური არსებობის შემთხვევაში.
„ჩეთაფი“ არ აგებს პასუხს აფილიეტის მიერ არასწორი ბანკის ანგარიშის მითითებაზე ან სხვა მსგავს შეცდომაზე. აფილიეტი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია შეავსოს სრული სიზუსტით. იმ შემთხვევაში თუ „ჩეთაფი“ მოითხოვს ნებისმიერ დამადასტურებელ საბუთს/დოკუმენტაციას, აფილიეტი ვალდებულია გააგზავნოს მიღებული ინსტურქციის მიხედვით, რათა მოხდეს უსაფრთხო ტრანზაქცია.
აფილიეტის საკომისიო სისტემაში აისახება იმის შემდეგ, რაც გადამოწმდება, დაახლოებით 10 კალენდალური დღის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ აფილიეტის გაზიარებული ლინკიდან განხორციელებული შეკვეთა გაუქმდება 7 კალენდალური დღის ვადაში, სისტემიდან კონკრეტული საკომისიო ამოიშლება. ასევე მოხდება სხვა ნებისმიერ შედეგზე, რომელსაც ვენდორი 7 კალენდალური დღის ვადაში დაარეპორტებს.
უსამართლოების ასარიდებლად
ჩეთაფი უფლებას იტოვებს გააუქმოს ყველა ის აფილიეტის კონკრეტული საკომისიო რომელიც არ გამოიყურება სამართლიანად. იმისთვის რომ დავიცვათ ვენდორის უსაფრთხოება ჩეთაფი დაბლოკავს კონკრეტულ არასამართლიან საკომისიოს. აფილიეტს შეუძლია დაარეპორტოს ჩეთაფის ეს ქმედება მეილზე კონტაქტით, გამოაგზავნოს მოთხოვნილი ინფორმაცია და განხილვის შემდეგ მიიღოს საბოლოო პასუხი. საკომისიო საეჭვოდ ჩაითვლება თუ მომხმარებლის აქტივობა განხორციელდება უცხო ქვეყნიდან, ასევე ავტომატურად არ ჩაითვლება ერთი IP მისამართიდან, ერთ კამპანიაში ორი ან მეტი აქტივობა.
კონტენტის და ლინკის გაზიარების წესები
აფილიეტს შეუძლია ლინკის გაზიარება პირად ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელში, ჯგუფში, მეილის გამოყენებით, პირადი მიმოწერით და მსგავსი საშუალებებით.
იმ შემთხვევაში თუ აფილიეტი იყენებს ან ქმნის კონტენტს (იგულისხმება ყველა ლინკის გაზიარების საშუალება), რომელიც ემსახურება არა-ლეგალურ საქმიანობას ან არა-ლეგალური საქმიანობის ხელშეწყობას, როგორებიცაა პორნოგრაფია, ნარკოტიკები, არალეგალური ონლაინ კაზინო, ძალადობა, ვირუსები, ფიშინგი, ჰაკინგი, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ტრაფიკის მოპოვების მიზნით გადამისამართება, მასალა, რომელიც ემუქრება ან შეურაცყოფას აყენებს სხვა პირს, ან ნებისმიერი სხვა შეუსაბამო აქტივობა ჩვენი შეხედულებისამებრ, ამ შემთხვევაში აფილიეტის ანგარიში სამუდამოდ დაიბლოკება და დაიბლოკება ასევე მის ფინანსებზე წვდომა.
დამატებითი წესები
აფილიეტს არ აქვს უფლება ვენდორთან დაამყაროს კომუნიკაცია ფინანსურ/ბინეს მიზნით. ასევე აფილიეტი ვალდებულია შეატყობინოს ჩეთაფს ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ცვლილების შესახებ. აფილიეტს არ შეუძლია თანხის გატანა იმ პერიოდში როდესაც ჩეთაფი არ ანხორციელებს აქტივობას გადახდებისთვის, მაგრამ შეუძლია გამოაგზავნოს მოთხოვნა და ჩეთაფი მას დაურიცხავს თანხას მითითებულ ანგარიშზე თანხის გატანისთვის აქტივობების დაწყებისთანავე.
სისტემის დატოვება
იმ შემთხვევაში თუ აფილიეტს აღარ სურს სისტემით სარგებლობა, მას შეუძლია ანგარიშის წაშლა მეილზე კონტაქტით და მიღებული ინსტრუქციის შესრულებით, რის შედეგადაც სისტემიდან წაიშლება ყველა მისი პირადი ინფორმაცია. თუ აფილიეტის ანგარიშზე არ არის გატანის მინიმუმი თანხის ოდენობა და მას სურს სისტემის დატოვება, ამ შემთხვევაში იგი უნდა დაგვიკავშირდეს მეილზე და ჩეთაფის სპეციალური განყოფილება მიაწვდის ინფორმაციას.
შეთანხმება
აფილიეტი სისტემაში რეგისტრაციით ეთანხმება ჩეთაფის წესებს და პირობებს და ვალდებულებას იღებს, რომ დაიცავს ყველა ჩეთაფის მიერ დაწესებულ პირობას და წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აფილიეტს დაებლოკება კავშირი ჩეტაფის სისტემასტან და მის სისტემაში ფინანსებზე.